Saturday, July 2, 2016

ბრძოლები

მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარი 10 ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლა

http://s02.radikal.ru/i175/1605/47/4a269a6caac0.jpg
ადამიანური სიცოცხლე ფასდაუდებელია, ხოლო უცხო ადამიანების სიკვდილის სტატისტიკური დათვლაში კი ცოტა რამაა ადამიანური. 9 მაისი ახლოვდება და წაიკითხეთ ის საშინელი ციფრები, რომლებიც გვახსენებენ თუ რა ღირს მშვიდობა, თუკი ომი გაჩაღდება.
სტალინგრადის ბრძოლა
1942
წლის 17 ივლისი – 1943 წლის 2 თებერვალი
http://s017.radikal.ru/i443/1605/07/557ae0b09ec8.jpg
ისტორიკოსების უმეტესობა თვლის, რომ სამხედრო მოქმედებების გარდამტეხი მომენტი იყო სწორედ ეს ბრძოლა. ის ასევე იყო ყველაზე სისხლისმღვრელი სახმელეთო ბრძოლა კაცობრიობის ისტორიაში. მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანის სიცოცხლის ფასად საბჭოთა არმიამ შეაჩერა ვერმახტის შეტევა. გერმანელებმა დაკარგეს სტრატეგიული ინიციატივა და ვერ აღადგინეს რესურსები. მათ დაკარგეს გერმანიის ექვსი თვის წარმოების ტანკები და ავტომობილები, სამი თვის არტილერია, ორი თვის ცეცხლსასროლი იარაღები და ნაღმსატყორცნები. მათ მარტო ამ ბრძოლით დაკარგეს მთელი ის რესურსები, რაც საბჭოთა კავშირმა დაკარგა ომის დაწყებიდან მთელი 3 წლის განმავლობაში.
ადამიანური დანაკარგების რაოდენობა: საბჭოთა კავშირი – 1მლნ 130 ათასი ადამიანი; გერმანია და მოკავშირეები – 1,5მლნ. ადამიანი. სხვადასხვა მონაცემებით ტყვედ ჩავარდა 110 ათასი გერმანელი.
ბრძოლა მოსკოვისთვის
1941
წლის 30 სექტემბერი – 1942 წლის 20 აპრილი
http://s018.radikal.ru/i503/1605/d6/741bbcb368a9.jpg
ჰიტლერი განიხილავდა მოსკოვის აღებას, როგორც ოპერაციაბარბაროსასერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო და პოლიტიკურ სამიზნედ. საბჭოთა კავშირის დედაქალაქის აღება უდიდეს მორალურ და სტრატეგიულ უპირატესობას მიანიჭებდა ვერმახტს და მის ჯარისკაცებს. ამის გარდა ბლიცკრიგის გეგმის თანახმად მოსკოვის აღებას ჰიტლერი აპირებდა ომის პირველ 3-4 თვეში, მაგრამ ბლიცკრიგი ჩავარდა, ხოლო ბრძოლებმა სმოლენსკისთვის, ლენინგრადისთვის და კიევისთვის ძლიერ შეასუსტეს გერმანული ჯარები.
ადამიანური დანაკარგების რაოდენობა: საბჭოთა კავშირი – 926,2 ათასი ადამიანი; გერმანია – 581,9 ათასი ადამიანი.
ბრძოლა კიევთან
17
ივლისი – 1941 წლის 26 სექტემბერი
http://s020.radikal.ru/i714/1605/46/2e5c82423969.jpg
მარცხი კიევთან გამოდგა ძლიერი დარტყმა წითელი არმიისთვის, მან ვერმახტს გზა გაუხსნა აღმოსავლეთ უკრაინისკენპრიაზოვიეში და დონბასში, მაგრამ ამავდროულად ვერმახტის 2- სატანკო ჯგუფის განადგურებამ, რომელიც მიემართებოდა სამხრეთით შეანელაცენტრისარმიის სვლა და შეასუსტა მოწინააღმდეგე, რის შედეგადაც საბჭოთა მეთაურობამ დაიწყო მოსკოვის დაცვისთვის მზადება.
ადამიანური დანაკარგების რაოდენობა: საბჭოთა კავშირი – 627,8 ათასი ადამიანი; გერმანია 128670 ათასი ადამიანი(გერმანელების მონაცემების თანახმად)
ბრძოლა დნეპრისთვის
24
აგვისტო – 1943 წლის 23 დეკემბერი
http://s008.radikal.ru/i304/1605/dd/9923c7352c97.jpg
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრძოლა მსოფლიო ისტორიაში. კიევის განთავისფლებისთვის ბრძოლაში ორივე მხრიდან მონაწილეობა მიიღო 4 მილიონმა ადამიანმა, ხოლო ბრძოლების ფრონტი გაიჭიმა 1400 კილომეტრზე. თითქმის მთელი აღმოსავლეთ უკრაინა გათავისუფლდა და მასთან ერთად დონბასის მნიშვნელოვანი სამრეწველო რაიონები და მეტალურგიული ცენტრები. მიუხედავად დიდი ნგრევებისა სამრეწველო დაწესებულებები მალევე აღადგინეს და რამდენიმე თვეში დაიწყო სამხედრო პროდუქციის წარმოება.
ადამიანური დანაკარგების რაოდენობა: საბჭოთა კავშირი – 417 ათასი ადამიანი; გერმანია – 400 ათასი ადამიანი(სხვა მონაცემები 1,2მლნ. ადამიანი).
კურსკის ბრძოლა
5
ივლისი – 1943 წლის 23 აგვისტო
http://i056.radikal.ru/1605/e9/4f3999e308f2.jpg
დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი, ექვსი ათასი ტანკი, ოთხი ათასი თვითმფრინავი შეება ერთმანეთს ყველაზე დიდ სატანკო ბრძოლაში მთელი კაცობრობის არსებობის განმავლობაში. ბრძოლის შემდეგ სტრატეგიული ინიციატივა საბოლოოდ გადავიდა წითელი არმიის მხარეს, რომელიც განაგრძობდა რუსეთის და აღმოსავლეთ ევროპის განთავისუფლებას გერმანელებისგან. ომის დასრულებამდე საბჭოთა სამხედროები ატარებდნენ შეტევით ოპერაციებს და არა დაცვითს, მაგრამ უკან დახევამდე ვერმახტმა გამოიყენამიწის დაწვისტაქტიკა და გაანადგურა ყველა სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და საქალაქო დანიშნულების ობიექტი, რომ ისინი არ დარჩენოდნენ მტერს.
ადამიანური დანაკარგების რაოდენობა: საბჭოთა კავშირი – 254 ათასი ადამიანი; გერმანია – 500 ათასი ადამიანი(გერმანული მონაცემები 103,6 ათასი ადამიანი).
ოპერაციაბაგრატიონი
23
ივნისი – 1944 წლის 29 აგვისტო
http://s018.radikal.ru/i525/1605/15/2251af5d767f.jpg
ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ოპერაცია კაცობრიობის ისტორიაში, რომლის მიმდინარეობის დროსაც ბალტიისპირა პირველი ძალების, ბელორუსიის 1,2 და 3 ფრონტების მიერ განადგურდა გერმანული არმიაცენტრიდა განთავისუფლა ბელორუსია. იმისათვის, რომ საბჭოთა კავშირს ეჩვენებინა წარმატების მნიშვნელობა მათ 50 ათასი გერმანელი ტყვე გაატარეს მოსკოვის ქუჩებში.
ადამიანური დანაკარგების რაოდენობა: საბჭოთა კავშირი – 178,5 ათასი ადამიანი; გერმანია – 255, 4 ათასი ადამიანი.
ვისლ-ოდერსის ოპერაცია
12
იანვარი – 1945 წლის 3 თებერვალი
http://s019.radikal.ru/i641/1605/bb/43d605678573.jpg
პირველი ბელორუსიული და პირველი უკრაინული ფრონტების სტრატეგიული შეტევის დროს, გერმანელებისგან განთავისუფლდა პოლონეთის ტერიტორია ვისლის დასავლეთიდან და დაპყრობილი იქნა პლაცდარმი ოდერის მარცხენა სანაპიროზე. პლაცდარმი ოდერაზე შემდგომში გამოყენებული იქნა ბერლინზე შეტევისას. ეს ბრძოლა ისტროიაში შევიდა როგორც ყველაზე მისწრაფებითი შეტევა – 20 დღე-ღამის განმავლობაში სამხედრო ჯარები წინ მიიწევდნენ 20-30 კილომეტრით.
ადამიანური დანაკარგების რაოდენობა: საბჭოთა კავშირი – 43,2 ათასი ადამიანი; გერმანია – 480 ათასი ადამიანი(150 ათასი ტყვედ იქნა აყვანილი).
ბრძოლა ბერლინისთვის
16
აპრილი – 1945 წლის 8 მაისი
http://s11.radikal.ru/i183/1605/c4/4f1070f0015c.jpg
ეს იყო საბჭოთა სამხედროების უკანასკნელი ბრძოლა ევროპაში. მესამე რეიხის დედაქალაქის დასაშტურმად გაერთიანებული იქნა უკრაინის პირველი და ბელორუსიის პირველი და მეორე ფრონტები, ბრძოლებში მონაწილეობას იღებდნენ პოლონეთის ჯარის დივიზიები და ბალტიის ფლოტის მეზღვაურები. 1 მაისის დილას რეიხსტაგზე აწეული იქნა 150- საცეცხლე დივიზიის საიერიშო დროშა, მაგრამ ბრძოლები მიდიოდა მთელ დღეს და მხოლოდ 2 მაისის ღამეს რეიხსტაგის გარნიზონმა გამოაცხადა კაპიტულაცია. გერმანული ჯარების უკანასკნელი ნაწილები განადგურდა და დატყვევდა 7 მაისს. ბერლინის ოპერაციის დასრულებასთან ერთად შეიქმნა სასიამოვნო პირობები მოწინააღმდეგის ბოლო მსხვილი დანაყოფების გასანადგურებლათ ავსტრიისა და ჩეხოსლოვაკეთის ტერიტორიებზე.
ადამიანური დანაკარგების რაოდენობა: საბჭოთა კავშირი – 81 ათასი ადამიანი; გერმანია – 400 ათასი ადამიანი.
ბრძოლა მონტე-კასინოსთან
17
იანვარი – 1944 წლის 19 მაისი
http://s008.radikal.ru/i303/1605/ef/11e0f48d341d.jpg
ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლა დასავლელი მოკავშირეების მონაწილეობით, რომლის დროსაც ამერიკელებმა და ბრიტანელებმა გაარღვიეს გერმანიის დაცვითი ხაზი და აიღეს რომი.
ადამიანური დანაკარგების რაოდენობა: აშშ და მოკავშირეები – 100 ათას ადამიანზე მეტი; გერმანიადაახლოებით 20 ათასი ადამიანი.
ბრძოლა ივოძიმასთვის
16
თებერვალი – 1945 წლის 26 მარტი
http://s019.radikal.ru/i605/1605/d7/6ff7c439af61.jpg
აშშ- სამხედრო ძალების პირველი სამხედრო ოპერაცია იაპონელების წინააღმდეგ ხმელეთზე, რომელიც გახდა ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლა წყნარი ოკეანის აუზის სამხედრო მოქმედებებში. ამ პატარა კუნძულის შტურმის შემდეგ, რომელიც მდებარეობს 1250 კილომეტრის მოშორებით ტოკიოსგან აშშ- მეთაურობამ გადაწყვიტა დესანტირებამდე იაპონიის კუნძულებზე ჩაეტარებინა საჩვენებელი ატომური დაბომბვა.
ადამიანური დანაკარგების რაოდენობა: აშშ – 6,8 ათასი ადამიანი; იაპონია 22,3 ათასი ადამიანი.